სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდის გადავადების შესახებ განცხადება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციიაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ BAG-ი ავრცელებს.
სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მოსაზრება, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა გააცნო.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განმარტავენ, რომ დაგეგმილი ცვლილების თანახმად მიმდინარე წლის ბოლოს, სადაზღვევო კომპანიების საწესდებო კაპიტალის მინიმალური სავალდებულო ოდენობა 4.2 მლნ ლარიდან 7.2 მლნ ლარამდე უნდა გაზრდილიყო. აღნიშნული ცვლილების მიზანი კი სადაზღვევო კომპანიების ფინანსური სტაბილურობის ზრდა იყო. ამასთან დაკავშირებით, 15-მდე სადაზღვევო კომპანიამ ზედამხედველობის სამსახურს ცვლილების ძალაში შესვლის გადავადების შესახებ თხოვნით მიმართა.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ცვლილება მიბმული იყო მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებასთან, რაც სექტორში ბუნებრივად გაზრდიდა ბრუნვას, თუმცა აღნიშნული ცვლილება ძალაში არ შესულა. შესაბამისად, სადაზღვევო ინდუსტრიას დამატებითი შემოსავალი არ მიუღია.
საქართველო ბიზნეს ასოციაციაში ასევე ამბობენ, რომ გასათვალისწინებელია, პანდემიით გამოწვეული სირთულეები, რომელმაც სადაზღვევო კომპანიების ნაწილს შეუქმნა ფინანსური პრობლემები. შესაბამისად, სადაზღვევო სექტორში მოქმედი ბიზნეს ოპერატორები იძულებულები არიან ფინანსური რესურსების რეინვესტირება მოახდინონ კომპანიებში.
„პანდემიით გამოწვეული ფინანსური სირთულეების გამო, სადაზღვევო კომპანიებს, ისევე როგორც სხვა ბიზნეს სექტორებს სჭირდებათ მხარდაჭერა და თანადგომა. მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნის გადავადება არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც კომპანიებს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარება“, - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცვლილება მინიმალურ საწესდებო კაპიტალთან დაკავშირებით ძალაში მიმდინარე წლის ბოლოდან უნდა შესულიყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის