მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ში ინფრასტრუქტურული პროექტების ფასთა ინდექსაციის ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

63341d1448719
ინგა მურუსიძე
28.09.22 14:07
673
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულ წევრ კომპანიებს ინდექსაციის მექანიზმის პროგრამული უზრუნველყოფის მოდელი გააცნო.

აღსანიშნავია, რომ ინდექსაციის ელექტრონული პლატფორმა მორგებულია სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულ კომპანიებსა და მათ ინტერესებზე, რომელიც სამშენებლო მასალების ღირებულების ზრდის შემთხვევაში სექტორის წარმომადგენლებს მისცემს საშუალებას აინაზღაურონ განსხვავება საკონტრაქტო და მიმდინარე ფასს შორის.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან, რის საფუძველზეც მოხდა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი დაფინანსების ინდექსაციის მექანიზმის შექმნა და ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს მშენებლობის ღირებულების ინდექსაციას სამშენებლო მასალებზე, სამუშაო ძალასა და მექანიზაციაზე.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურთან თანამშრომლობით მოხდა ინდექსაციის ელექტრონული პლატფორმის დანერგვა, რაც საგრძნობლად გაუმარტივებს BAG-ის წევრ კომპანიებსა და ზოგადად სექტორის წარმომადგენლებს სამშენებლო ხარჯების ანაზღაურებას. აღნიშნული მექანიზმის დანერგვაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ აქტიური სამუშაო შეხვედრები გამართა შესაბამის პასუხისმგებელ სტრუქტურებთან. ასევე დღეს შევთანხმდით, რომ საქსტატთან გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა ინდექსაციის მექანიზმის მეთოდოლოგიის შესახებ, რათა თავად ეს მეთოდოლოგია იყოს გამჭვირვალე და ყველასთვის გასაგები“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

(NS)