ბოლო პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ თანხის გადარიცხვებთან შექმნილი პრობლემები და მათი მოგვარების გზები გახლდათ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის გამართული შეხვედრის განხილვის მთავარი თემა. შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაიმართა და მას ასოციაციის წევრი როგორც საბანკო სექტორის, ასევე იმ კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთა ბიზნეს ოპერაციები საქონლის იმპორტთან არის დაკავშირებული.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დამსწრე კომპანიებს წარუდგინა აშშ-ს და საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, რა დროსაც ყურადღება გამახვილდა როგორც იმპორტირებული საქონლის წარმოშობის, ასევე სატრანზიტო მარშრუტების რისკებზე. კერძოდ, აღინიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების შემცირების მიზნით, აზიის ზოგიერთი ქვეყნიდან საქონლის იმპორტირებისას ირანის ისლამური რესპუბლიკის სატრანზიტო კორიდორის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, შეხვედრაზე დამსწრე კომპანიებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ მოცემული ტრანზაქციები წარმოადგენს აშშ-ს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევას და ასეთმა გარიგებებმა შესაძლოა საბანკო სექტორის საკორესპონდენტო ურთიერთობების ფარგლებში უცხოურ ვალუტაში ქვეყნის გარეთ ტრანზაქციების განხორციელების შეფერხების რისკი წარმოქმნას.
არსებული საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით, პაპუნა ლეჟავამ წარმოადგინა ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მითითება, რომელშიც დეტალურადაა განსაზღვრული ის მოთხოვნები, რომელთა დაცვაც კომერციული ბანკების მიერ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დარღვევის რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. კერძოდ, ქვეყნების მიხედვით განსაზღვრულია კონკრეტული დოკუმენტაცია, რომელთაც კომერციული ბანკი ბიზნეს ოპერატორისგან მოითხოვს შესაბამისი ფინანსური ტრანზაქციის შეუფერხებლად განსახორციელებლად.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს რისკების შემცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე, სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანიების წინასწარ შერჩევის, ტრანზაქციებში მონაწილე კომპანიების თეთრი სიის წარმოებისა და კონკრეტული საქონლის წარმოშობის დადასტურების აუცილებლობაზე.
„მნიშვნელოვანია საერთო ხედვისა და კოორდინირებული სამოქმედო სახელმძღვანელო პრინციპების განსაზღვრა კომერციულ ბანკებსა და ბიზნეს სუბიექტებს შორის, რათა ნებისმიერი სავაჭრო, კომერციული ურთიერთობა სრულ თანხვედრაში იყოს საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან, რათა ქართულ ბიზნეს ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული სამოქმედო ინსტრუქცია მომეტებული რისკის მქონე ქვეყნებიდან პროდუქტის იმპორტის დროს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი შესაძლო ნეგატიური ზეგავლენა რაც უკავშირდება საერთაშორისო სანქციების მოქმედ რეჟიმს“, განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი