საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) პარლამენტის მიერ შრომის კანონმდებლობაში ახლად განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით წევრი კომპანიების წარმომადგენლებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
როგორც BM.GE-ს BAG-დან აცნობეს, შეხვედრების ფარგლებში ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა ნოდია და იურიდიული დირექტორი, ნიკოლოზ ნანუაშვილი, აღმასრულებელ გუნდთან ერთად, წევრი კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად აცნობენ შრომის კანონმდებლობაში ასახულ ცვლილებებს. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა დისკრიმინაციის ახლებური მოწესრიგების წესი, სტაჟირებისთვის ნორმატიული ჩარჩოს შექმნა, სამუშაო დროის უფრო მკაცრი და დეტალიზებული რეგულირების საკითხი, ისევე როგორც აღსრულების მექანიზმი, მათ შორის - შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატი, დამსაქმებლის ინსპექტირებისა და სანქცირების წესი.
„შრომის კანონმდებლობაში ასახული ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა, როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოხდეს ჩვენი წევრი კომპანიების ადაპტირება აღნიშნულ ცვლილებთან და ჰარმონიული გადასვლა ახალ კანონმდებლობაზე. ამისათვის მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საინფორმაციო შეხვედრების გამართვა ჩვენს წევრ კომპანიებთან, რომელსაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ვახორციელებთ. ვიაზრებთ რა, რომ თუკი არ მოხდება წევრი კომპანიების დროული ინფორმირება, მათ მომდევნო წლიდან შესაძლოა ოპერირების დროს პრობლემები შეექმნათ“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შრომის კანონმდებლობაში ასახულ ცვლილებებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები რამდენიმე ეტაპად, მიმდინარე თვის ბოლომდე გაიმართება.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?