მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდა

5dce7cb8ad88a
BM.GE
15.11.19 14:22
930
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდენენ.

შეხვედრის ფარგლებში BAG-იმ გააცნო ექსპერტებს თავიანთი შენიშვნები, ხედვები და რეკომენდაციები ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძვლების შეზღუდვაზე, სტაჟირების დაქვემდებარებაზე შრომის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტებისადმი, ასევე საუბარი შეეხო ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ლიმიტირებების საკითხებს, მინიმალური ხელფასის შემოღებას, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურების წესში ცვლილებებსა და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვების საკითხებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, „მნიშვნელოვანია ეკონომიკურ ექსპერტებს ქონდეთ ჩვენი ხედვა აღნიშნული კანონპროექტის შესახებ და მოხდეს იმ ბიზნეს ასოციაციის მოსაზრებების გათვალისწინება, რომელიც უმსხვილესი მოთამაშეა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში. ამ ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს უმუშევრობის ზრდა, ხელფასების შემცირება და კონკრეტული ინდუსტრიების საერთოდ გაჩერება, შესაბამისად, საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი, რამაც ბუნებრივია, ქვეყნის განვითარება შეიძლება შეაფერხოს“.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით - „ასოციაცია აქტიურადაა ჩართული საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორებთან სამუშაო პროცესში, ასევე ჩატარადა არაერთი შეხვედრა ჩვენს წევრებთან, სადაც მოხდა პოზიციების შეჯერება და ახლა ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ექსპერტებს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია და ჩვენი შენიშვნები აღნიშნულთან დაკავშირებით.“

შეგახსენებთ, რომ კვირის დასაწყისში BAG-იმ კონსულტაციები გაიარა საკუთარ წევრებთან, სადაც მოხდა პოზიციებისა და ხედევების შეჯერება.

როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, იგეგმება შეხვედრების გამართვა პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებიების წარმომადგენლებთან.