მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG: სწრაფი ტესტირება შეიძლება გახდეს ეკონომიკის ამუშავების მნიშვნელოვანი ფაქტორი

5ea1c8ab03f77
ნინი ლონგურაშვილი
23.04.20 23:23
1092
ე.წ. სწრაფი ტესტირება შეიძლება გახდეს კომპანიების და ეკონომიკის ამუშავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, - ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხს სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს.

“ე.წ. სწრაფი ტესტირება შეიძლება გახდეს კომპანიების და ეკონომიკის ამუშავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ამიტომ ამასაც უნდა მიაქციოს სახელმწიფომ ყურადღება, რომ აქ მათი ჩარევის გარეშე გარე ბაზრებზე გავიდეთ და სწრაფი ტესტები ვიყიდოთ, ეს ასე აღარ გამოდის, რადგან ფიზიკურად ეს ტესტები არ იყიდება. ამიტომ სახელმწიფოს აქამდე უნდა მოეხდინა და გამოერკვია, რომელი სწრაფი ტესტია ის, რომელიც ყველაზე კარგ შედეგს იძლევა, უნდა შეემოწმებინა და შეეთავაზებინა კომპანიებისთვის. თუმცა, გვიანი არც ახლა არის", – ამბობს ლევან ვეფხვაძე.