საქართველოს ბიზნეს ასოციაცია Trace International-ის და ტრანსეროვნული ორგანიზაცია SolAbility-ის კვლევებს ეხმიანება და რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს.
Trace International-ის წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში მე-19 ადგილზეა, ხოლო SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყნიდან, 37-ე ადგილზეა.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის პოზიტიური გზავნილი როგორც ინვესტორებისთვის ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ვინაიდან დემოკრატიული ღირებულებების გატარება და ქვეყნის მდგრადი განვითარება განაპირობებს კონკურენტუნარიანობას და ბუნებრივია, აღნიშნული მაჩვენებლები მისასალმებელია.
„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის. დღეს, ისე როგორც არასოდეს, მნიშვნელოვანია ინვესტორებისათვის მეტი პოზიტიური შეტყობინება ქვეყანაში არსებული და მომავალში მოსალოდნელი ბიზნესგარემოს, საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. კოვიდ პანდემია მსოფლიოში და მასთან ერთად საქართველოშიც მალე დასრულდება, ამის ცალსახა ნიშნები უკვე არსებობს და ჩვენ დღეიდან უნდა დავიწყოთ მზადება პოსტპანდემიური ეკონომიკური რეალობისათვის, ახალი საინვესტიციო და ეკონომიკური პოლიტიკისათვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ დაზიანებული ეკონომიკის აღდგენა და ზრდის ახალი, ბევრად სწრაფი ტემპის მიღწევა. ამასთან, გამჭვირვალობა, კორუფციის დონე, ბიზნესისა და ხელისუფლების ურთიერთობა - ეს ის მიმართულებებია, რომელზეც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რადგანაც ეს არის სრულყოფის მუდმივი პროცესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი