საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თხევადი გაზის ასოციაციის მიერ გუშინ გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს, რომელშიც ნათქვამია, რომ BAG-ის თხევადი გაზის ბაზრიდან გაყვანა სურს.
ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებას BM.GE უცვლელად გთავაზობთ:
„გვსურს, მოკლედ გამოვეხმაუროთ საინფორმაციო სივრცეში 4 მაისს, ,,საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის“ განცხადებას, ჩვენს მიერ ინიცირებულ თხევადი აირის (LPG) დაბეგვრის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით.
სამწუხაროა, როდესაც “თხევადი გაზის ასოციაცია” ამგვარი „არგუმენტებით“ ცდილობს თხევადი გაზის იმპორტთან და დაბეგვრის წესთან, უაქციზო კოდის გამოყენებით ნავთობპროდუქტის აქციზის გადახდის გარეშე განბაჟებასთან და სხვა მანკიერი პრაქტიკის არსებობასთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას:
თხევადი გაზის აქციზით დაბეგვრად სასაქონლო კოდებზე, მხოლოდ ორივე ეტაპის დაბეგვრისას არის აქციზი 300 ლარი, რაც 2019 წლის მაგალითზე შემდეგნაირად გამოიყურება: ქვეყანაში იმპორტირებულია 28 109 ტონა, რომელიც სრულად დაიბეგრა 120 ლარიანი აქციზით; ხოლო მეორე ეტაპის აქციზით - ანუ 180 ლარით, აღნიშნული იმპორტიდან დაიბეგრა მხოლოდ 6 582 ტონა; ანუ დანარჩენი 21 527 ტონა დაიბეგრა მხოლოდ 120 ლარით. შესაბამისად, ფორმულირება 300 ლარიან აქციზთან დაკავშირებით - არასწორია;
უაქციზო კოდზე იგივე, 2019 წელს, იმპორტირებულია 12 617 ტონა. სახელმწიფო ბიუჯეტში, ნავთობპროდუქტის იმპორტირების შედეგად, შევიდა ნული ლარი, ხოლო მომხმარებლებს აღნიშნული პროდუქტიც მიეწოდათ როგორც თხევადი გაზი - რეალიზაციისას ყოველგვარი განსხვავების გარეშე;
რაც შეეხება დანარჩენს: დარწმუნებული ვართ, საზოგადოება კარგად აცნობიერებს, რომ "საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის“ განცხადებაში ჩამოთვლილ არცერთ კომპანიას არ აქვს თხევადი გაზისა თუ სხვა ბაზარზე შესვლისა თუ ადგილის დამკვიდრების პრობლემა. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი ფლობს კიდევაც შესაბამის ინფრასტრუქტურას. პრობლება გახლავთ ამ სფეროში არსებული არაკონკურენტული და რბილად რომ ვთქვათ არაგამჭვირვალე გარემო. ბიზნესის წარმოებისას უაღრესად მნიშვნელოვანია იხელმძღვანელო ეთიკის უმაღლესი სტანდარტით, იყო პირნათელი სახელმწიფო ბიუჯეტთან, შექმნა ინფასტრუქტურა თანამედროვე სისტემებითა და ტექნიკური უსაფრთხოების პირობების სრული დაცვით და სხვა. დიახ, ვადასტურებთ, რომ სამწუხაროდ, თხევადი გაზის დაბეგვრის არსებული მოდელი იძლევა მანიპულირების საშუალებას, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს დაკარგულ სოლიდურ თანხებად უჯდება. დიახ, ვადასტურებთ ჩვენი წევრების სურვილს - არ მიიღონ მონაწილეობა მანიპულაციებში. ასევე ვადასტურებთ, რომ ქვეყანაში თანამედროვე ინფასტრუქტურის შექმნის პარალელურად ჩვენთვის მიუღებელია ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო კონტეინერული ტიპის წერტილების არსებობა, რაც თვისობრივად შორეულ 90-ებში გვაბრუნებს. ასევე ვადასტურებთ თხევადი გაზის ხარისხის სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას, რათა მომხმარებელიც და ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოებაც დაცული იყოს უხარისხო პროდუქციის რეალიზაციაში მოხვედრისაგან. ჩვენი საბაზისო პოზიციაა, რომ არა არაკონკურენტულმა გარემომ და „საკანონმდებლო/საგადასახადო ხვრელებმა“, არამედ სამართლიანმა და კონკურენტულმა გარემომ უნდა შექმნას ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის ჯანსაღი ფუნდამენტი. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ძალისხმევა მიმართულია მხოლოდდამხოლოდ თხევადი გაზის ბაზრის მოწესრიგების, ტექნიკური, შრომის უსაფრთხოების პირობებისა და ხარისხის სტანდარტის დანერგვის, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების, ამ სფეროს შემდგომი განვითარებისა და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნისაკენ“, - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის