31.აგვისტო .2019 13:25

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მტკნარი და მინერალური წყლის მწარმოებელი საწარმო აშენდება

views 903
უკან

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა დიმში მტკნარი და მინერალური წყლის მწარმოებელი საწარმო აშენდება, რისთვისაც 2,000,000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ქარხანა სახელმწიფო პროექტის, "აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში განხორციელდება და ის წლიურად არანაკლებ 1,460,000 ლიტრი წყლის წარმოებას შეძლებს. ახალ საწარმოში 16 ადამიანი დასაქმდება. 

"საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად შპს „პრესტიჯლანდ ჯეორჯიას“ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ , ქონების ერთ ლარად გადაცემის კომპონენტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სოფელ დიმში მდებარე 3014 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა. 

საქართველოდან ექსპორტირებული მტკნარი და მინერალური წყლის მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად შპს“ პრესტიჯლანდ ჯეორჯია“ ნაწარმოები პროდუქციის გაყიდვას საექსპორტო ბაზრებზე ვარაუდობს და ამ მიმართულებით უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს უცხოელ პარტნიორებთან,"- ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგნტოს ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა