მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება - მერის მოადგილე

60cb7c5a38215
ვიქტორია მღებრიშვილი
17.06.21 16:09
12422
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება.

ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

„ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ამ დროისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და სამშენებლო სამუშაოები უშუალოდ აგვისტოს დასაწყისში დაიწყება. პროექტის განხორციელების ვადა 2 წელია და ამ პერიოდში სამშენებლო სამუშაოები სრულად უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ახალი ხიდი შეემატება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

ცნობისთვის: პროექტის ღირებულება 28 მლნ მლნ ლარია.