მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაგები-წყნეთის გზაზე მიწა პირველად არ ჩამოშლილა - მერის მოადგილე

605db618bf6fd
ინგა მურუსიძე
26.03.21 14:41
803
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზის ერთ-ერთ მონაკვეთში მეწყერული ზონა გამოვლინდა. მერიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გზაზე მიწა ჩამოწვა და გადაიკეტა გზის სავალი ნაწილი.

როგორც დღეს თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ადგილზე ოპერატიულად იმუშავეს და სავალ გზაზე მოძრაობა აღდგენილია.

„დედაქალაქში გვაქვს სხვადასხვა მეწყერული ზონები და კონკრეტულად ამ მონაკვეთში გზის ჩამოშლა პირველად არ მომხდარა. გასულ წლებში ბაგები-წყნეთის გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოეწყო უსაფრთხოების კედლები. გასულ წელთან შედარებით ამჟამად ჩამოიშალა მიწის დიდი მასა და სამუშაოების შესრულება უფრო რთულად შესასრულებელი აღმოჩნდა. პრობლემა აღმოფხვრილია და გზაზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა. მიმდინარეობს შესყიდვის სამუშაოები, რათა ჩატარდეს სამუშაო და იქ არსებული პრობლემები სრულად აღმოიფხვრას“, - განაცხადა ბენდელიანმა.

მისი ინფორმაციით, გზის ჩამოშლილ მონაკვეთზე დამცავი კედელი აშენდა და საფრთხე აღარ არსებობს.