მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაღების აღსაზრდელების ოჯახებზე პროდუქტების გაცემის პროექტი 11 მლნ-მდე ლარი დაჯდა

5f0315903d149
ინგა მურუსიძე
06.07.20 20:40
927
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა დედაქალაქის მერის ინიციატივით დაწყებული სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელების ოჯახებს საკვები პროდუქტები ოთხი თვის განმავლობაში ურიგდებოდათ.

„დავასრულეთ უპრეცედენტო სოციალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური დახმარების გაწევას თბილისის ბაღების აღსაზრდელების ოჯახებისთვის იმ რთულ და უჩვეულო პირობებში, რაც საზოგადოებას მოუტანა Covid 19-ის პანდემიამ. პროცესი კარგად ორგანიზებული იყო და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, დაცული იყო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებული რეკომენდაციები და რეგულაციები“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელება ბაგა-ბაღების პერსონალის უდიდესი ძალისხმევის შედეგია.

პროდუქტების გაცემა საჯარო ბაღებში 19 მარტს დაიწყო და ივნისის ბოლომდე, სტანდარტული სააღმზრდელო წლის დასრულებამდე გაგრძელდა. ნობათები შვიდ ეტაპად გაიცა და თითოეულ ეტაპზე მსურველთა რაოდენობა 86%-დან 92%-მდე იყო. პროექტისთვის ჯამში, 11 000 000-მდე ლარი დაიხარჯა.