მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაღებში პროდუქტების დარიგება გრძელდება

5e8ca47849f59
თათია ჩაფიჩაძე
07.04.20 20:17
3227
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღის აღსაზრდელებისთვის არამალფუჭებადი პროდუქტების დარიგება გრძელდება.

სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პროდუქტები აღსაზრდელების 86%-მა აიღო, რაც თბილისის მერიას 1 მლნ 800 000 ლარი დაუჯდა.

მერის ინიციატივის შესაბამისად, ის კომპანიები, რომლებიც წლის განმავლობაში საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებენ, 12 სახეობის საკვები პროდუქტის დაფასოებული პაკეტის საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებას ახორციელებენ. მათ შრის არის ბოსტნეული, რძის ნაწარმი და ბურღულეული.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღება 19 მარტიდან დაიწყო.

თბილისის ბაღებში სულ 61 000 ბავშვია რეგისტრირებული.