მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაიას ღვინის“ თანადამფუძნებელი: „ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებმა დაახლოებით 15-20%-ით იკლო“

5fd4790b67752
ნუცა ბაზლიძე
12.12.20 13:20
1166
„ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებმა დაახლოებით 15-20%-ით იკლო“ - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანია „ბაიას ღვინის“ თანადამფუძნებელმა ბაია აბულაძემ ბიზნესზე პანდემიის გავლენაზე საუბრისას განუმარტა.

როგორც ბაია აბულაძე აღნიშნავს, „ბაიას ღვინო“, რომელიც ბაღდათში, სოფელ ობჩაში იწარმოება, ადგილობრივ ბაზარზე რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში ხვდება. შეზღუდვებიდან გამომდინარე ცვლილებებმა კი მოთხოვნის შემცირება გამოიწვია, რის დაბალანსებაშიც ონლაინ გაყიდვები ეხმარებათ.

მისივე განმარტებით, კომპანია ამ ეტაპზე, წლიურად 9000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლებიც გარდა ადგილობრივი ბაზრისა, ექსპორტზეც ხვდება ამერიკასა და ევროპაში და ჯამში დაახლოებით 10 ქვეყანაში გადის. ბაია აბულაძე აღნიშნავს, რომ პანდემიამ ამ კუთხითაც იქონია გავლენა და ექსპორტისთვისაც შეკვეთები შედარებით შემცირდა.

მეღვინე ბაია აბულაძის განმარტებით, საწყის ეტაპზე, კომპანიის დასაარსებლად დაახლოებით 10 000 ლარიანი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 5000 ლარს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსება მოიცავდა, დანარჩენი კი პირადი სახსრებით განხორციელდა. მისივე განმარტებით, მომხმარებლებს „ბაიას ღვინის“ შეძენა 20-30 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.