მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაიას ღვინის“ წარმატება ჰოლანდიაში - „ჩვენი ციცქა-ცოლიკოური-კრახუნა 103 საუკეთესო ღვინოს შორის დასახელდა“

5fce55d96572e
ნუცა ბაზლიძე
07.12.20 22:30
887
ჰოლანდიურმა გამოცემა Perswijn-მა „ბაიას ღვინის“ ციცქა-ცოლიკოური-კრახუნა 2020 წლის 103 საუკეთესო ღვინოს შორის დაასახელა. სიაში კიდევ ერთი ქართული ღვინო „ქვევრის ღვინის მარანიც“ მოხვდა. ამის შესახებ BM.GE-ს „ბაიას ღვინის“ თანადამფუძნებელმა ბაია აბულაძემ განუცხადა.

„ჩვენი იმპორტიორი ჩვენი ღვინოებით იღებდა მონაწილეობას და სიაში დაგვასახელა ჟურნალმა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ამ სფეროში“, - აღნიშნავს ბაია აბულაძე.

ცნობისთვის: „ბაიას ღვინო“ ბაღდათში, სოფელ ობჩაში მზადდება. მეღვინე ბაია აბულაძის განმარტებით, კომპანია ამ ეტაპზე, წლიურად 9000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ხვდება. კონკრეტულად კი, ექსპორტზე ამერიკასა და ევროპაში, ჯამში დაახლოებით 10 ქვეყანაში გადის.