მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენი $400 მილიარდის სტუდენტური სესხების პატიებას განიხილავს

62e0fc692872c
ლუკა ლეკვეიშვილი
27.07.22 21:30
1069
შუალედური არჩევნების წინ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სტუდენტური სესხების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას და თითქმის 400 მილიარდი დოლარის მოცულობის დავალიანების “პატიებას” განიხილავს.

სესხების დაფარვის ამჟამინდელი პაუზა 31 აგვისტოს იწურება, რომლის გაგრძელებას პრეზიდენტი 2022 წლის ბოლომდე ან მომავალ ზაფხულამდე გეგმავს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბაიდენი თითოეულ სტუდენტზე 10,000 დოლარის შეღავათის პროგრამას განიხილავს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ შეძლებულმა მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამით ვერ ისარგებლოს. შეღავათის მისაღებად საჭიროა, რომ მსესხებლის წლიური შემოსავალი 125-150,000 დოლარს არ აჭარბებდეს. საგულისხმოა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და დეტალები კიდევ დასაზუსტებელია.

ამჟამინდელი აშშ-ის სტუდენტური ვალის საერთო მოცულობა 1.762 ტრილიონ აშშ დოლარს, 43.4 მილიონი მსესხებელზე შეადგენს. მხოლოდ ეს ვალი ქვეყნის ეკონომიკა რომ ყოფილიყო, ის მსოფლიოში მე-12 ადგილს დაიკავებდა, ბრაზილიის ($1.6 ტრილიონი) წინ და რუსეთის ფედერაციის ($1.77 ტრილიონი) უკან. თუ კანონპროექტი დამტკიცდება, ის აშშ-ის მთავრობას $400 მილიარდზე მეტი დაუჯდება.

ცნობილია, რომ სამოქალაქო უფლებების ორგანიზაციები, როგორიცაა NAACP, ბაიდენისგან თითო სტუდენტზე 50,000 დოლარის პატიებას მოითხოვდნენ. საშუალო დავალიანება თითო მსესხებელზე 30-დან 40 ათას დოლარს შეადგენს, რაც ფაქტობრივად, ამ მოთხოვნას თითქმის სრული შეღავათის პროგრამად აქცევს.