მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენი ამერიკულ კომპანიებს ნავთობის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდებს

6245fe3f238a2
თამთა ჯიჯავაძე
31.03.22 23:16
991
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკულ კომპანიებს ნავთობის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდებს. როგორც BBC წერს, თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ამერიკელებს მაღალი ნავთობის ფასები აზარალებთ.

„ვიცი, რამდენადაც მტკივნეულია ეს მათთვის“, - განაცხადა ბაიდენმა. მისივე თქმით, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა სწორი ნაბიჯი იყო, თუმცა, ამას თავისი ფასი აქვს.

აშშ-ის პრეზიდენტი ასევე აცხადებს „ გამოიყენე ან დაკარგე“ პოლიტიკას, სადაც კომპანიებს მოუწევთ გადასახადებს გადახდა უმოქმედო ნავთობსაბადოებისთვის, თუ ისინი არ დაიწყებენ წარმოებას.
პარალელურად, ბაიდენის თქმით, ის გამოსცემს ბრძანებას ამერიკაში სუფთა ენერგიის წარმოების გაძლიერებისთვის.