24.მარტი .2022 21:54

ბაიდენი: აშშ-ი 100 000 უკრაინელი ლტოლვილის მიღებისთვის მზადაა

ბაიდენი: აშშ-ი 100 000 უკრაინელი ლტოლვილის მიღებისთვის მზადაა
views 832
უკან

აშშ-ი გეგმავს 100 000 უკრაინელის მიღებას, რომლებიც რუსეთის თავდასხმას საკუთარი ქვეყნიდან გაურბიან. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა ბრიუსელში, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც Reuters-ი წერს, მას შემდეგ რაც 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უკრაინა 3,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათი დიდი ნაწილი მეზობელმა ქვეყნებმა შეიფარა.

გარდა ლტოლვილების შეფარებისა, ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით $1 მილიარდის ჰუმანიტარულ დახმარებას ჰპირდება.