მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენი: აშშ მზად არის, COVID-ვაქცინის ზედმეტი დოზა სხვა ქვეყნებს გაუნაწილოს

604a1326b8cce
ნათია თაქთაქიშვილი
11.03.21 19:49
996
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ზედმეტი დოზა სხვა ქვეყნებს გაუნაწილოს და აღნიშნა, რომ ქვეყანა დამატებითი 100 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი ვაქცინის სხვა ქვეყნებისთვის გაზიარებას მას შემდეგ განიხილავს, რაც ყველა ამერიკელი აიცრება.

„თუ ვაქცინების ჭარბი რაოდენობა გვექნება, დანარჩენ მსოფლიოს გავუზიარებთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს მანამ, სანამ დანარჩენი მსოფლიო უსაფრთხოდ არ იქნება.

„ჯერ დავრწმუნდებით, რომ ამერიკელები დახმარებას მიიღებენ, შემდეგ კი შევეცდებით, დანარჩენ მსოფლიოს დავეხმაროთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, პანდემიას ღობის ან კედლის აშენებით ვერ შეაჩერებ და მნიშვნელოვანია, რომ მისგან მთელი მსოფლიო დაცული იყოს.