15.იანვარი .2021 18:00

ბაიდენი ეკონომიკის დასახმარებლად $1.9 ტრილიონის გამოყოფას აანონსებს

ბაიდენი ეკონომიკის დასახმარებლად $1.9 ტრილიონის გამოყოფას აანონსებს
views 644
უკან

ჯო ბაიდენი აშშ-სთვის ეკონომიკის დასახმარებლად $1.9 ტრილიონის გამოყოფას აანონსებს, რომლის მიზანიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აღნიშნული თანხიდან დაახლოებით 1 ტრილიონი აშშ დოლარი შინამეურნეობებზე დაიხარჯება. ყველა ამერიკელს დახმარების სახით 1,400 აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაცია გადაეცემა.

წინასწარი გეგმით, კორონავირუსთან საბრძოლველად აშშ 415 მილიარდ დოლარს დახარჯავს, ხოლო მცირე ბიზნესის დახმარებაზე 440 მილიარდი აშშ დოლარს.

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის დაამარცხებს კორონავირუსს, რომელსაც 385,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც გამოცემა წერს, ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების პაკეტი მას შემდეგ დაანონსა, რაც კორონავირუსის შემთხვევები აშშ-ში რეკორდულად გაიზარდა. ზამთრის პერიოდში ინფიცირებულთა დღიურმა რაოდენობამ 200,000 შეადგინა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 4,000 აჭარბებს. ბაიდენი აპირებს ვაქცინაციაზე 20 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯოს და ქვეყნის მასშტაბით გახსნას რაც შეიძლება მეტი იმუნიზაციის ცენტრი.

ჯო ბაიდენი ასევე 50 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს კოვიდ-ტესტირებაზე და 130 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს სკოლების დასაფინანსებლად, რათა მათი გახსნა გაზაფხულისთვის მოხერხდეს.