მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით $800-მილიონიანი მხარდაჭერის პაკეტის შესახებ აცხადებს

6232381a236e4
თამთა ჯიჯავაძე
16.03.22 23:17
687
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით $800-მილიონიანი სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის შესახებ აცხადებს. ამის შესახებ CNN წერს.

თეთრი სახლის მიხედვით, უსაფრთხოების კუთხით დახმარების ფარგლებში, აშშ უკრაინისთვის უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის სამხედრო იარაღს, მათ შორის დრონებს, „ჯაველინებს“, სამხედრო შეიარაღებას, ანტისარაკეტო სისტემას ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებს და სხვა.

„მინდა გულწრფელი ვიყო თქვენთან. ეს იქნება გრძელი და რთული ბრძოლა. თუმცა, ამერიკელი ხალხი უკრაინელი ხალხის გვერდით ურყევი იქნება პუტინის ამორალური, არაეთიკური თავდასხმების მიმართ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.