მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენი ყოველი ახლად აცრილი ამერიკელისთვის $100-ის გადახდის ინიციატივით გამოდის

6103ed2e6532c
ნათია თაქთაქიშვილი
30.07.21 16:15
617
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაქცინაციის წახალისების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც, ყოველ ახალად აცრილ მოქალაქეს 100 აშშ დოლარის ოდენობის თანხა გადაეცემა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ შესაბამისი სახსრების გამოყოფა შტატების, ადგილობრივი და ტერიტორიული მთავრობებისთვის ამერიკის გადარჩენის გეგმის აქტით გათვალისწინებული 350 მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში იგეგმება.

აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი აღნიშnულ საკითხთან დაკავშირებით ამჟამად კონსულტაციებს აშშ-ის ადგილობრივ თვითმმართველობებთან გადის. ხაზინის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივა ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისკენ არის მიმართული.