მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფების გაუქმებას გეგმავს

628ca35aac1d1
გიორგი თოლორდავა
24.05.22 14:20
1666
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთზე დაწესებული საიმპორტო ტარიფების გაუქმებას გეგმავს.

ბაიდენის განმარტებით, ტარიფები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, „სავაჭრო ომის“ პერიოდში დაწესდა და ამჟამად ის აღარ შეესაბამება აშშ-ის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს.

ეკონომისტთა ნაწილის შეფასებით, სავაჭრო ბარიერების გაუქმება გაამარტივებს იმპორტს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია მსოფლიო მასშტაბით მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის დონისა და პროდუქციის გაძვირების ფონზე.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, როგორც ეკონომისტებმა და ანალიტიკოსებმა, ასევე ტრეიდერებმაც პოზიტიურად მიიღეს. განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ჩინური იუანი თითქმის 1%-ით გამყარდა.