მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენის ადმინისტრაცია ეჭვობს, რომ Johnson & Johnson-ი დანაპირების შესრულებას შეძლებს

605a1332447eb
ნათია თაქთაქიშვილი
23.03.21 20:41
861
ბაიდენის ადმინისტრაცია დარწმუნებული არ არის, რომ Johnson & Johnson-ი თვის ბოლომდე აშშ-ისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 მილიონი დოზის მიწოდებას შეძლებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ფარმაცევტული კომპანია ოპტიმისტურად არის განწყობილი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მას შემდეგ რაც აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა, კომპანიამ თებერვლის შემდეგ მხოლოდ 1.2 მილიონი დოზა ვაქცინის წარმოება შეძლო, თუმცა, მან მარტის ბოლომდე დამატებით კიდევ 14.8 მილიონი დოზა ვაქცინის წარმოება უნდა მოასწროს. აღსანიშნავია, რომ 4 მილიონი დოზა კომპანიას უკვე ნაწარმოები ჰქონდა ავტორიზაციის მოპოვებამდე.

შეგახსენებთ, Johnson & Johnson-მა პირობა ჯერ კიდევ თებერვალში დადო, რომ 20 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდებას თებერვლის ბოლოს შეძლებდა. ხოლო აშშ-ის მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა ფარმაცევტული კომპანიისთვის დამატებით 1 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით, რათა Johnson & Johnson-მა 100 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდება მიმდინარე წლის აგვისტომდე მოახერხოს.