მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების დოკუმენტებს ხელი მოაწერა

62f357f2a6caf
მარიამ ვარადაშვილი
10.08.22 11:19
849

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბადენმა ხელი მოაწერა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების დოკუმენტებს. 

“ფინეთი და შვედეთი NATO-ს გააძლიერებენ. დღეს ხელი მოვაწერე რატიფიცირების დოკუმენტს და ამით აშშ ალიანსის 23-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც NATO-ს წევრობის განაცხადი დაამტკიცა”, - წერს ბაიდენი ტვიტერზე. 

ფინეთს რუსეთთან 130 კმ სიგრძის საერთო საზღვარი აქვს. ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის შემდეგომ ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, ხოლო შვედეთი ბოლო ორი საუკუნეა სამხედრო ალიანსებში არ გაწევრიანებულა. ორივე ქვეყანა NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივას რუსეთისთვის არასაჭირო პროვოკაციად მიიჩნევდა. შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შემდეგ მიიღეს. მათ წევრობაზე განაცხადს NATO-ს 30-ვე წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი და დაამტკიცოს შესაბამისი დოკუმენტები ეროვნულ დონეზე.