მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენმა უკრაინის მხარდამჭერ ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა

627971828e8a5
ალა ისპირიანი
10.05.22 00:12
1133
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით, 417-ით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი, უკრაინისთვის ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას დააჩქარებს.  

რამდენიმე დღის წინ, უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ს სენატმა "ლენდ-ლიზის" პროგრამა დაამტკიცა,  რაც პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, უკრაინას იარაღი უფრო ეფექტიანად მიაწოდოს. 

"ლენდ-ლიზის" პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა. მან შეერთებულ შტატებს საშუალება მისცა, მოკავშირეებისთვის იარაღი სწრაფად მიეწოდებინა.