მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს

5daea6a5f0f09
თელარა გელანტია
22.10.19 11:20
1455
კახეთის რეგიონში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზის მშენებლობა განხორციელდება.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.

მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორი ვერნერ ლიპახი ბაკურციხე-წნორის გზაზე იმყოფებოდნენ, სადაც არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.

ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზა დაახლოებით 16 კმ. სიგრძის იქნება. ეს გზა კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ნაწილია. აღნიშნული მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ სიხშირეს განაპირობებს. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, დაგეგმილია შემოსავლელი გზის მოწყობა ალაზნის ველის მხარეს, რომელიც დააკავშირებს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან, მჭიდროდ დასახლებული სოფლების: ბაკურციხის, კარდენახის, ანაგის, ვაქირის, მაშნაარის, საქობოს და წნორის გვერდის ავლით.

ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე, საპროექტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.