მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანი 15 ქვეყნიდან 134 უცხოელ სპორტსმენს მასპინძლობს

60378e8c8dc45
ინგა მურუსიძე
26.02.21 09:00
801
26, 27 და 28 თებერვალს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, სკი-კროსის მსოფლიო თასის, ხოლო 3,4 და 5 მარტს - სნოუბორდ კროსის ჩემპიონატები გაიმართება.

როგორც bm.ge-ს სათხილამურო ფედერაციიდან აცნობეს, ორივე ეტაპისთვის სპორტსმენების რეგისტრაცია დასრულებულია და წელს ბაკურიანს 134 უცხოელი სპორტსმენი ეწვევა 15 ქვეყნიდან. ესენია: იაპონია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ჩეხეთი, გერმანია, კანადა, ჰოლანდია, შვეიცარია, სამხრეთ კორეა, ავსტრია, ავსტრალია და არგენტინა.

როგორც ფედერაციაში ამბობენ, წლევანდელი შეჯიბრი განსაკუთრებული იქნება, რადგან ისტორიაში პირველად და თანაც საქართველოში, სკი კროსის შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრება ჩატარდება. სკი-ქროსის შერეული ნაკრების შეჯიბრში თითო გუნდიდან 1 გოგო და 1 ბიჭი იქნება ტრასაზე.

არანაკლებ სანახაობრივი იქნება სნოუბორდ კროსის შეჯიბრი, სადაც ასევე 4 სპორტსმენი ერთდროულად აიღებს სტარტს და ფინიშის ხაზის უმოკლეს დროში გადაკვეთას ეცდება.

აღსანიშნავია, რომ უკვე თვეზე მეტია, ბაკურიანში სათხიმალურო ფედერაციის წარმომადგენლების და მთის კუროორტების განვითარების კომპანიის ჩართულობით, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარეობს ტრასების აშენება, გაწმენდა და ხელოვნური თოვლით გათოვლიანება. ბაკურიანში უკვე იმყოფებიან უცხოელი სპორტსმენები და FIS - ის დელეგატები. მათი მეთვალყურეობით ხდება ტრასისის ფინალური ინსპექტირება.

„დღევანდელი შეჯიბრისთვის ყველაფერი უკვე მზად არის. ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს ჩვენი ფედერაციის გუნდის წევრებმა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლებმა. დიდი მადლობა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის. ყველა მოხალისეს და საორგანიზაციო ჯგუფის წევრს, რომელთა დახმარების გარეშე ასეთი მნიშვნელოვანი საქმე ვერ გაკეთდებოდა. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფედერაციის მუდმივ მხარდამჭერს, კომპანია სილქნტს, რომელიც პირველი ნაბიჯებიდან გვერდში გვიდგას და უდიდესი წვლილი შეაქვს მთის განვითარებისთვის“ - განაცხადა საქართველოს სათხილამურო ფედრერაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კოსტავამ.

მისივე განმარტებით, ყველა ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID-19 პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება.

„საქართველო ძალიან კარგად მომზადებული დაგვხვდა, როგორც საორგანიზაციო კუთხით, ასევე კოვიდ 19 ის რეგულაციების თვალსაზრისით. ყველა ჩვენი რეკომენდაცია ზედმიწევნით კარგად სრულდება. მონაწილეებს უტარდება PCR ტესტირება 72 საათში ერთხელ, დაცულია ყველა ის წესი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ამ რთულ პერიოდიში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი შეჯიბრები ჩავატარეთ“, - განაცხადა კროსის საშეჯიბრო ხელმძვანელმა, კლაუს ვალდნერმა.

გარდა ამისა, bm.ge-ს სათხილამურო ფედერაციაში უთხრეს, რომ დელეგატები უკვე საქართველოში იმყოფებიან და ისინი ორ სხვადასხვა სასტუმროში არიან გადანაწილებული.