მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანის რამდენიმე სასტუმროს დღეს, 23:00-დან წყლის მიწოდება შეეზღუდება

5e1377f5df8c9
BM.GE
06.01.20 22:07
987
ბაკურიანში რამდენიმე სასტუმროს წყალმომარაგების სრულად აღდგენის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში დაგეგმილია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფის სამუშაოები, რის გამოც 6 იანვარს 23 საათიდან 7 იანვრის დილის 8 საათამდე, დაბას წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იტყობინება.

"ამ დღეების განმავლობაში ბაკურიანის ძირითად ნაწილს წყალი სტაბილურ რეჟიმში მიეწოდებოდა. საკურორტო ზონის 80 პროცენტი 24 საათიანი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი.

წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს "რუმსს", "მგზავრებს" და "პანორამას", ასევე წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს.

ბაკურიანში ბოლო დღეებში შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად კომპანიის ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ. ყველა ის სასტუმრო, სადაც წყლის მიწოდება შეზღუდულია, წყალმზიდების საშუალებით მარაგდებიან. პროცესში ჩართულია სახანძრო მანქანები", - წერია კომპანიის განცხადებაში.