მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანისთვის სპეცტექნიკისა და ავტობუსების შესაძენად, საქართველო €5-მილიონიან სესხს იღებს

5da48ae202038
შოთა ტყეშელაშვილი
14.10.19 19:03
1188
2019 წლის 14 ოქტომბერს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ კიდევ ერთი საკრედიტო ხელშეკრულების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია.


€5-მილიონიანი სესხით ბაკურიანში სპეცტექნიკისა და მუნიციპალური ავტობუსების შეძენა იგეგმება.


პროექტის მიხედვით, საქართველო ევრო 5-ის სტანდარტის დიზელის საწვავზე მომუშავე 10 ავტობუსს შეიძენს. ამასთანავე, გათვალისწინებულია მუნიციპალური საჭიროების სპეცტექნიკის შესყიდვა.