29.ივლისი .2022 10:13

ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის პროექტზე 3,3 მლნ ლარი დაიხარჯება

ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის პროექტზე 3,3 მლნ ლარი დაიხარჯება
views 472
უკან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის 2.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.

უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი საკურორტო ზონაში, დასახლებულ პუნქტში გადის. გზის მიმდებარედ განთავსებულია სასტუმროები, მაღაზიები და საცხოვრებელი სახლები. დღის საათებში მოძრაობის ინტენსივობის გამო, სამუშაოები ღამე წარმოებს. ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობა და ელექტრო ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, ადგილობრივ გზებთან და შესასვლელებთან გაკეთდება მიერთებები, ხოლო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

"დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საკურორტო ზონაში საგზაო ინფრასტრუქტურას. დამსვენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას განახლებული და კომფორტული გზით გადაადგილების საშუალება ექნებათ",-ნათქვამია ინფორმაციაში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.3 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა