მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში საბაგიროები მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის მუშაობს, მიზეზი არასაკმარისი თოვლია

61d56debf068b
ინგა მურუსიძე
05.01.22 14:05
2370
ბაკურიანში საბაგიროები კვლავ ნაწილობრივ არის ჩართული. როგორც ადგილზე მყოფი დამსვენებლები bm.ge-ს უყვებიან, იძულებული არიან, მხოლოდ პატარა ტრასებზე ისრიალონ, რადგან „დიდველსა“ და „კოხტაზე“ მოთხილამურეებისთვის საბაგირო დაკეტილია.

საქმე ის არის, რომ საბაგიროები "დიდველი" და "კოხტა" მუშაობს, თუმცა იქ მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებენ, ვინც მთაზე სასრილოდ არ ადის, ხოლო მოტხილამურეებისთვის საბაგიროთი სარგებლობა აკრძალულია.
 
მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განმარტავენ, რომ რადგან ბაკურიანში თოვლი არასაკმარისია და შესაბამისად, სეზონიც არ გახსნილა.

„ბაკურიანში არასაკმარისი თოვლის გამო სეზონი არ გახსნილა. ჩართულია დიდი საბაგიროები, თუმცა მხოლოდ ფეხით, თხილამურების გარეშე ასვლის მსურველებისთვის, რადგან მოთხილამურეებს სრიალის დროს პრობლემები არ შეექმნათ. ხელოვნური გათოვლიანების სისტემა ფაქტობრივად ყოველ ღამით ჩართულია, თუმცა ყინვა არ არის საკმარისი და შესაბამისად, სასრიალო თოვლი არ არის“, - ამბობენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

რაც შეეხება სხვა კურორტებს, როგორც კომპანიაში განმარტავენ, სეზონი ყველგან უპრობლემოდ მიმდინარეობს და საბაგიროებიც ჩართულია.