მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაკურიანში წყალმზიდებით ვეზიდებით წყალს"- წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი

5e11d8251f15b
შოთა ტყეშელაშვილი
05.01.20 16:28
2028
ზამთრის საკურორტო სეზონს ბაკურიანი სასმელი წყლის დეფიციტით შეხვდა, არაერთი სასტუმროს დამსვენებლებმა შექმნილი ვითარების გამო ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღეს. 

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლები ახლაც ცდილობენ არსებული ვითარების გამოსწორებას. გალდავას თქმით, წყლის მიწოდებაში მათ წყალმზიდებიც ყავთ ჩართული. ბაკურიანის გარდა, სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაა გუდაურშიც, ეკატერინე გალდავას თქმით, გუდაურში სავარაუდოდ რამდენიმე საათში მოხერხდება მდგომარეობის გამოსწორება. 

გუშინ, წყალმომარაგების კომპანიამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. კომპანიის ინფორმაციით, ბაკურიანის 70%-ისთვის უწყვეტი წყალმომარაგების აღდგენა შეძლეს. 

ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო პორტალი bakuriani.ge საკუთარ facebook-ის გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ კურორტის წყალმომარაგებაში კვლავ პრობლემებია.

"წყალმომარაგების კომპანიის ნათქვამს შევასწორებთ: წყლის მიწოდება ბაკურიანის ნაწილს მხოლოდ საღამოს საათებში კი არ ეზღუდება, არამედ შუადღის 12-დან დილის 9-მდე. ამიტომაც ბევრმა დამსვენებელმა დატოვა ბაკურიანი. პრობლემას დროულად მიხედვა სჭირდება,"- ნათქვამია bakuriani.ge-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.