მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბალავარი: შენობების ექსპლუატაციაში მიღების პროცესი ხშირად ჭიანურდება

603b822566867
ანუკა ჯოხაძე
28.02.21 15:40
1577
2009 წლამდე საქართველოში “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ კანონში” იყო მუხლი, რომლის მიხედვითაც, აკრძალული იყო იმ შენობა-ნაგებობაში შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ იყო ექსპლუატაციაში შესული. თუმცა, ეს მუხლი საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე წლის წინ ამოიღო. შესაბამისად, დღეს კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, თუმცა შენობა-ნაგებობების დასრულება და ექსპლუატაციაში მიღების პროცესის წარმოება კვლავ მშენებელის ვალდებულებაა.

კერძო სექტორი შენობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში პრობლემებს დღესაც ხედავს და ამბობს, რომ ზედამხედველის მხრიდან ხშირად პროცესი ვადებში გაწელილია და არის შემთხვევები როდესაც ეს ეტაპი 3-4 თვე ვერ სრულდება.

თბილსის მერიის მიერ შემუშავებული კანონპროექტით, დაგეგმილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში ბინების მესაკუთრეებს იმაზე დიდ ხანს მოუწევთ ბინის ჩაბარებაზე ლოდინი, ვიდრე აქამდე, ეს კი როგორც კერძო სექტორი ამბობს, მომხმარებლებში უკმაყოფილებას გამოიწვევს.

“ყველა სამშენებლო კომპანიის ერთ ქვაბში მოხარშვა არ არის სწორი. ჩვენ გვქონია შემთხვევა, რომ ექსპლუატაციაში მიღების პროცესი 5-6 თვეს გაიწელა, მაგრამ მომხმარებელი ჩვეულებრივად შედიოდა და წინასწარ იწყებდა სარემონტო სამუშაოებს. რეალურად 1 თვე არის მერიის მხრიდან ვადა. ამ პერიოდში უნდა მოვიდნენ და შეამოწმონ საცხოვრებელი კომპლექსი თუ კორპუსი. ძალიან იშვიათად ხდება, რომ იდეალური სიზუსტით იყოს შესრულებული საცხოვრებელი კორპუსი. ყველა ვარიანტში გადახრები იქნება, რასაც დამატებითი დრო დასჭირდება, შესაბამისად არის საშიშროება, რომ მომხმარებელი კვლავ უკმაყოფილო იყოს, რადგან ექსპლუტაციის პროცესი 3-4 თვე ან მეტი შეიძლება გაგრძელდეს”-აცხადებს სამშენებლო კომპანია “ბალავარის” გენერალური დირექტორი გეგა ტოფაძე.

ცნობისთვის, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის წესი სავარაუდოდ შეიცვლება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, ცვლილებები ასახულია საკანონმდებლო პაკეტში „სამშენებლო ამნისტიის“ შესახებ, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. როგორც კალაძე ამბობს, შენობაში, რომელიც ექსპლუატაციაში შესული არ არის, გაზი და ელექტრონერეგია არ ჩაირთვება.