მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Balenciaga, Gucci და Saint Laurent ნიღბების წარმოებას იწყებენ

5e78b0372c26c
ნათია თაქთაქიშვილი
24.03.20 10:30
979
ფრანგული ძვირადღირებული მოდის კონგლომერატი Kering-ი და მოდის სახლები Balenciaga, Gucci და Saint Laurent-ი ნიღბების წარმოებას იწყებენ, რათა შეამცირონ ის რისკები, რაც შესაძლოა, სამედიცინო ნიღბების ნაკლებობით იყოს გამოწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

ბოლო კვირის განმავლობაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს არ გააჩნიათ საჭირო რაოდენობის ნიღბები, რათა დაცულნი იყვნენ გადამდები COVID-19-ისგან.

როგორც მოდის სახლები აცხადებენ, ნიღბების წარმოებას შესაბამისი ნებართვის მოპოვებისთანავე დაიწყებენ და აღნიშნავენ, რომ წარმოების ყველა სტანდარტი ზედმიწევნით იქნება დაცული.

როგორც Kering-ი აცხადებს, სამედიცინო პერსონალს ისინი უხლოეს მომავალში, დაახლოებით, 3 მილიონი ცალი სამედიცინო ნიღბით მოამარაგებენ, რომელსაც ჩინეთში შეიძენენ, ხოლო Gucci აღნიშნავს, რომ იტალიისთვის შეკერავს და უსასყიდლოდ გასცემს 1.1 მილიონ ნიღაბს და 55 000 სამედიცინო კოსტუმს.