ინდონეზიის კუნძული ბალი დისტანციურად დასაქმებულებს 5-წლიან ვიზას სთავაზობს და თან გადასახადებისგანაც ათავისუფლებს. ამის შესახებ გამოცემა Euronews წერს.
კუნძულს არც პანდემიამდე აკლდა დისტანციურად დასაქმებული ადამიანები, თუმცა როგორც ინდონეზიის ტურიზმის მინისტრმა, Euronews-თან განაცხადა, 5-წლიანი ვიზა, ბალის კუნძულებზე ტურიზმის ინდუსტრიას სულ სხვა საფეხურზე გადაიყვანს, რაც დადებითად აისახება შემოსავლებზეც.
აღსანიშნავია, რომ ბალის კუნძული წლების განმავლობაში სულ უფრო მიმზიდველი ხდება დისტანციურად დასაქმებული ადამიანებისთვის, რადგან ცხოვრების დაბალი ხარჯი, გამარტივებული სავიზო პროცედურები, ავთენტური ბუნება და ადგილობრივები ქმნიან გარემოს, საიდანაც წამოსვლა ფაქტობრივად, არავის უნდა. ამ დროისთვის ბალიზე ხელმისაწვდომია სამუშაო ვიზა და გულისხმობს 30 დღეს, ტურისტულის შემთხვევაში საშუალება გაქვთ 60 დღე გაჩერდეთ ტერიტორიაზე, ხოლო საქმიანი ვიზა, 180 დღეს ითვალისწინებს. სტუმრები, რომლებიც ბალის კუნძულებზე უფრო დიდხანს რჩებიან, ადგილობრივი საგადასახადო რეზიდენტები ხდებიან, რომლებსაც უწევთ გადაიხადონ ინდონეზიის საგადასახადო განაკვეთები უცხოეთიდან შემოსავალზე.
მინისტრის თქმით, ახალი პროექტის ფარგლებში, ბალი პანდემიის გამო დაკარგულ, დაახლოებით, 3,6 მილიონ უცხოელ მოგზაურს დაიბრუნებს, რომლებიც გაცილებით დიდი ხნით დარჩებიან ქვეყანაში და მეტ ფულს დახარჯავენ. დაინტერესება 5-წლიანი ვიზის მიმართ უკვე გამოიკვეთა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი