მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბალიზე დასასვენებლად ტურისტებს კორონავირუსზე ტესტის ჩატარება დასჭირდებათ

5ed0dcc7ada84
ნათია თაქთაქიშვილი
29.05.20 21:50
1274
ტურისტებს, რომლებიც ზაფხულის შვებულების გატარებას ინდონეზიის კურორტ ბალიზე გეგმავენ, კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება დასჭირდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო აცხადებს, კურორტის გახსნას ხელისუფლება ივლისის თვისთვის გეგმავს და მისი განცხადებით, ყველა ტურისტს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ, მანამდე სანამ ინდონეზიის რომელიმე კუნძულზე ან რეგიონში მოხვდებიან.

BBC-ის მონაცემებით, ასევე ტურისტებს მოუწევთ ონლაინ ფორმის შევსება, სადაც მოხდება მათი პირადი ინფორმაციის მიწოდება, რათა საჭიროების შემთხვევაში იოლად მოხდეს მათი მოძიება.

როგორც ბალის ადგილობრივი გუბერნატორი ოკა სუკავატი აცხადებს, აპრილის თვის მონაცემებით, კუნძულზე უცხოელი ტურისტების რაოდენობა თითქმის 100%-ით შემცირდა.

29 მაისის მონაცემებით, ინდონეზიაში ჯამურად კორონავირუსით ინფიცირების 25,216 დადსტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1,520 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 6,492 ინფიცირებული.