მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანანის ბაზრის ქეისი - რა შეისწავლა და რა დაადგინა კონკურენციის სააგენტომ?

5f08617de4a41
შოთა ტყეშელაშვილი
11.07.20 10:22
2140
2019 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ $21.3 მილიონის ღირებულების ბანანები შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, ბოლო სამი წელია ბანანების იმპორტი 18-21 მილიონ დოლარის ფარგლებში მერყეობს. კონკურენციის სააგენტოს მიერ  2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც საუბარი მათ შორის ბანანის ბაზართან დაკავშირებით შეტანილ საჩივარს შეეხება. 

"შპს „კავკასუს აგრო კომპანიის“ საჩივარზე, რომელიც შეეხებოდა შპს „ჯეო ფრეშ გრუპის“ მიერ საქართველოს ბაზარზე ბანანის სისტემატურ გაყიდვას სავარაუდო თვითღირებულებაზე დაბალ ფასში, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა არ დაიწყო.

საქმის მასალების შესწავლისა და სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ, 2017-2018 წლებში საქართველოში იმპორტირებული და ექსპორტირებული ბანანის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხედ დასახელებულ ეკონომიკურ აგენტს - შპს „ჯეო ფრეშ გრუპს“ საქართველოს ბანანის ბაზარზე არ ჰქონდა დომინირებული მდგომარეობა.

შესაბამისად, კონკურენციის კანონმდებლობისა და სააგენტოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით - შეუძლებელია სახეზე იყოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება იმ ეკონომიკური აგენტის მხრიდან, რომელსაც შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა არ გააჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ,"- ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში.