მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბანდი“ - პანდემიის პერიოდში შექმნილი კიდევ ერთი სტარტაპი

61756a8b7bd62
მარიამ იზორია
25.10.21 09:00
954
„ბანდი“ პანდემიის პერიოდში შექმნილი კიდევ ერთი სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს საქართველოში წარმოებულ მაგიდის გადასაფარებლებს სთავაზობს.

ბრენდი დაახლოებით ნახევარი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და სამ ადამიანს ასაქმებს. „ბანდის“ თანადამფუძნებელი სოფო ვასაძე Bm.ge-სთან ამბობს, რომ პროდუქცია საქართველოში იკერება, ქსოვილებს კი როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე ყიდულობენ.

„ჩვენი მცირე ბიზნესი მინიმალური ინვესტიციით დავიწყეთ. ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარს მოვიცავთ, სამომავლოდ კი ექსპორტზე გასვლასაც ვგეგმავთ, ბანდის ტექსტილზე მოთხოვნა ბოლო ორი თვის განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის განმავლობაში ბევრი ადამიანი სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩა, მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს“ - ამბობს სოფო ვასაძე.

რაც შეეხება „ბანდის“ სამომავლო გეგმებს, ბრენდის თანადამფუძნებლის თქმით, სტარტაპი სამომავლოდ მომხმარებელს მაგიდის გადასაფარებლების გარდა სხვა პროდუქციასაც შესთავაზებს.