მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბანი“ - ახალი ბრენდი ქართულ ბაზარზე

5fa55880003d4
მაია ლიპარტელიანი
06.11.20 18:05
2882

წარმატებული ბიზნესების ისტორიებში, არსებობს მთავარი ფაქტორები, რომლებიც ყველა ასეთი ისტორიისთვის საერთოა. პირველ რიგში, ეს მონდომებული ადამიანების ჯგუფია, რომელიც საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანდება და პარტნიორები, რომელთა გვერდში დგომაც ამ მიზნის მიღწევას შესაძლებელს ხდის.

კომპანია „ბანის“ წარმატების ისტორია სწორედ ამ ორ მნიშვნელოვან ფაქტორს ეფუძნება: რამდენიმე მეგობარმა გადაწყვიტა, ქართული ინგრედიენტებით დამზადებული პორტვეინის ახალი, განსხვავებული მიქსები თუნუქის კომფორტულ ქილებში ჩამოესხა. ამ მიზნის წარმატებულად განხორციელების მიზნით, კომპანიამ მხარდამჭერების ძებნა დაიწყო.

იდეის გაცნობისთანავე თიბისი და თიბისი ლიზინგი „ბანის“ პარტნიორები გახდნენ. გურჯაანში ქარხნის შესაბამისი ტექნოლოგიით აღჭურვისა და მოწყობის შემდეგ, სამი წლის წინ გაჩენილი ბიზნესიდეა თანდათან ბრენდად იქცა.

„პირველად თუნუქის ქილებში ჩამოსხმული ღვინო მე და ჩემმა მეგობრებმა ამერიკის ბაზარზე ვნახეთ, სადაც ის ძალიან პოპულარულია. იმდენად მოგვეწონა ეს ფორმა, გადავწყვიტეთ, რაღაც მსგავსი საქართველოშიც გაგვეკეთებინა. ჩემს მეგობრებს ალკოჰოლურ ბიზნესში დიდი გამოცდილება აქვთ და მაშინვე მივხვდით, რომ ამ იდეას დიდი პოტენციელი ჰქონდა. გავაკეთეთ ალკოჰოლური მიქსები და გავტესტეთ. რამდენიმე მიქსი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და რაც მთავარია, ეს იყო სრულიად ახალი გემოების ნაზავი“, - კომპანია „ბანის“ დამფუძნებელი - ნიკა მეძმარიაშვილი.

ამ ფერადი, მიმზიდველი და ორიგინალური დიზაინის მქონე თუნუქის ქილებში ჩამოსხმული სასმელი, ქართული, ნატურალური ინგრედიენტებითაა დამზადებული. 5 სახის მიქსიდან, 2 - წითელი და თეთრი პორტვეინი - სპირტითაა შემაგრებული. დანარჩენი 3 სახეობის ძირითადი მასა ბრენდია, რომელიც გაზავებულია საფერავის წვენით, მსხლის წვენითა და კოლათი.

ერთი ზომის, სხვადასხვა ფერის თუნუქის ქილებში ჩამოსხმული 5 მიქსის განსხვავებული არომატი, მომხმარებლებისთვის გამოჩენისთანავე მიმზიდველი აღმოჩნდა, რასაც გამორჩეულმა ვიზუალმაც შეუწყო ხელი.

„ვიპოვეთ ახალგაზრდა, კრეატიული გუნდი, რომელსაც „ბანის“ ბრენდინგი მივანდეთ და ვფიქრობ, მათ ამ საქმეს ძალიან კარგად გაართვეს თავი - სასმელმა და ვიზულმა ერთმანეთი ორგანულად შეავსო.“

საქართველოში დამკვიდრების შემდეგ, „ბანი“ მსოფლიო ბაზარზეც გეგმავს გასვლას. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის: უკრაინასთან, რუსეთთან, ჩინეთთან, აფრიკის ქვეყნებთან და პოლონეთთან. სამომავლო გეგმებში შედის პროდუქციის როდენობის გაზრდა და საწარმოს გაფართოებაც.

„ჩვენი მომავლი გეგმები თიბისის უკავშირდება. გაყიდვების ზრდის პარალელურად, გაიზრდება მათი მხრიდან ჩვენი დაფინანსებაც, რაც საშუალებას მოგვცემს, გავაფართოვოთ და დავხვეწოთ ჩვენი საწარმო. მიუხედვდ იმისა, რომ ახლა სტარტაპ ეტაპზე ვართ, თიბისი ჩვენთანაა, როგორც ერთგული პარტნიორი. მათ დაინახეს ჩვენი კონცეფცია, გვენდნენ და გამოგვყვნენ გზაზე, რომელზეც ჩვენ ერთად ვგეგმავთ განვითარებას. ადვილია ისეთი კომპანიის დაფინანსება, რომელსაც უკვე ყველაფერი აწყობილი აქვს, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც იმ საქმიანობას დაუდგები გვერდით, რომელიც ნულიდან იწყებს.“




 

(NS)