მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ოდიოზური პიროვნება გამგებლად ან მერად მოდის, ის სამსახურიდან ყველას ათავისუფლებს"

60be392be8eeb
ლიკა გურაბანიძე
07.06.21 21:30
1313

“დღეს დამკვიდრებული პრაქტიკა ასეთია, რომ თუ ოდიოზური პიროვნება გამგებლად, ან ქალაქის მერად მოდის, ის დამლაგებლის დონეზე სამსახურიდან ყველას ათავისუფლებს. მას თავისი ხალხი მოჰყავს და ფანტაზიაც არ გვეყოფა, ამით ადამიანის უფლებები რა დონეზე ირღვევა.” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” “საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ” ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.

ოფიციალური სტატისტიკით, ეკონომიკის 18 სექტორიდან, 14-ში დასაქმებულები რეგულარულად კვირაში 40 საათზე მეტ ხანს მუშაობენ. სტატისტიკის მიხედვით, ამ სფეროებს შორისაა საჯარო სამსახურიც, სადაც ზეგანაკვეთი კვირაში საშუალოდ 6.9 საათს შეადგენს. სასტუმროებისა და რესტორნების დარგში კი საშუალო ზეგანაკვეთი 9.6 საათია, ხოლო სამშენებლო სექტორში - კვირაში 9 საათი.

ირაკლი პეტრიაშვილი ადასტურებს, რომ დასაქმებულის უფლებები კერძო სექტორის გარდა, საჯარო სექტორშიც ირღვევა.

“შრომის კოდექსის განხილვის პროცესში პროფკავშირები იბრძოდა, რომ ზეგანაკვეთური შრომის მინიმალური ზღვარი დაფიქსირებულიყო. ეს კანონში გაწერილია და რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტებიდან გამომდინარე გარკვეულ თვალთმაქცობასთან გვაქვს საქმე. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეთანხმება აუცილებლად უნდა მოხდეს და ამის შესახებ ოპონირების დროს საერთაშორისო ნორმებს ვიშველიებდით.

კონკრეტული ფაქტის მოყვანაც შემიძლია, შრომის საერთაშორისო ნორმებით ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 125%-ით არის დადგენილი. 31 მაისს სასამართლო პროცესი მოვიგეთ. ერთ-ერთი სილამაზის სალონის მოსარჩელე გვყავდა. მოსარჩელეს უზენაესმა სასამართლომ 200%-ით ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება დაუდგინა.” - განაცხადა პეტრიაშვილმა.