16.აპრილი .2020 23:52

ბანკები დღეს არიან საკმაოდ კარგ მდგომარეობაში – გვენეტაძე

ბანკები დღეს არიან საკმაოდ კარგ მდგომარეობაში – გვენეტაძე
views 1053
უკან

ამ თანხების გამოყენება მოხდება ბანკების საშუალებით. ბანკები დღეს არიან საკმაოდ კარგ მდგომარეობაში, ბანკები ამ სიტუაციას მომზადებული შეხვდნენ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „იმედის“ ეთერში საერთაშორისო დონორებისგან მიღებული დახმარებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„როდესაც ბანკები კარგ მდგომარეობაში არიან, დონორებს აქვთ სურვილი და რწმუნება, გარანტია იმის რომ კარგად მოხდება ამ თანხების ათვისება, რადგან ამ სესხებს შემდეგ გადახდა უნდა ხომ... ეს ფინანსური სექტორია... აქედან გამომდინარე გარდა იმისა რომ პირდაპირ დაფინანსებაც მოხდება საერთაშორისო ინსტიტუტების და ორმხრივი ფინანსური ინსტიტუტების სხვადასხვა ბიზნესებისა.. ასეთი დიდი ორგანიზაციები, მცირე და საშუალო ბიზნესებს ვერ დააფინანსებენ, მაგრამ ბანკების საშუალებით მოხდება ზუსტად ამ თანხების გადანაწილება. და ეს გაკეთდება და ეს არის კარგი რისთვის? იმისთვის რომ საწარმოები არ დაიკეტოს, კომპანიები არ დაიხუროს და სამსახურები შენარჩუნებული იქნეს. ამ თანხების გარეშე ძალიან რთული იქნება ამის გაკეთება“, – განაცხადა სებ–ის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეს დახმარება ასე სწრაფად და ამხელა მასშტაბით მოდის მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა