მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკები, რომელთა საბჭოში მეტი ქალია, ნაკლებად ჯარიმდებიან - კვლევის შედეგები

6081a693de442
ნუცა ბაზლიძე
22.04.21 22:39
785
კვლევის მიხედვით, მსხვილი ევროპული ბანკების შედარების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ბანკები, რომელთა ბორდში მეტი ქალი წარმომადგენელია, ნაკლებად და უფრო უმნიშვნელოდ ჯარიმდებიან, რაც ამ ინსტიტუციებს, საშუალოდ, წლიურად 7.84 მილიონ დოლარს უზოგავს. ამის შესახებ Harvard Business Review-ი წერს.

აღსანიშნავია, რომ მკვლევარებმა მსხვილ ევროპულ ბანკებში საბჭოსა და ხელმძღვანელობაში არსებული მრავალფეროვნების მონაცემები აშშ-ის მთავრობის მიერ 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის პერიოდიდან ამ ინსტიტუციებზე დაკისრებული ჯარიმების მონაცემებს შეადარეს .

ამასთან, როგორც ერთ-ერთი მკვლევარი, Cass Business School-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, კორელაცია და მიზეზობრივი კავშირი არაერთი სხვა ფაქტორის კონტროლით დამტკიცდა. კვლევამ აჩვენა, რომ ნაკლები და უფრო დაბალი ჯარიმების მხრივ, გენდერული თვალსაზრისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამის მიზეზებზე საუბრისას კი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ეს, მათ შორის, შეიძლება უკავშირებოდეს ქალების არა ცალსახად უკეთეს, არამედ განსხვავებულ უნარებსა და ასევე, რისკმენეჯმენტის საკითხს.