06.დეკემბერი.2018 15:25
მსოფლიო, ბიზნესი

ბანკები, რომლებიც ლონდონს ტოვებენ

ბანკები, რომლებიც ლონდონს ტოვებენ
დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ Brexit-ის შედეგებით რომ მომხმარებლები არ დაზარალდნენ, საერთაშორისო ბანკები საკუთარ ფილიალებს ევროკავშირში ხსნიან.

Brexit-ის შედეგად მოსალოდნელი სირთულეებისთვის ემზადება Bank of America, რომელმაც საბანკო ოპერაციები ლონდონიდან დუბლინში გადაიტანა.

მომავალი წლისთვის კი, ბანკის დაახლოებით, 400-მდე თანამშრომელი დატოვებს ქვეყანას და ევროკავშირში გადაინაცვლებს.

რაც შეეხება ხარჯებს, Brexit-ის მკაცრი სცენარისთვის მზადება Bloomberg-ის შეფასებით, Bank of America-ს 300-დან 400 მლნ დოლარამდე დაუჯდება.
ამავე მიზნითა და მიზეზით, დაახლოებით, 200 თანამშრომელს გადაიყვანს ევროკავშირში Barclays-იც.

პროცესები ბანკმა ივლისში დაიწყო, როდესაც 40-დან 50-მდე დასაქმებული პირი დიდი ბრიტანეთიდან ფრანკფურტში გადაამისამართა, თუმცა როგორც ბანკის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაინც ბრიტანეთში გაგრძელდება.

რაც შეეხება BNP Paribas-ს, მათივე ინფორმაციით, ბანკის დაახლოებით, 300-მდე თანამშრომელი დატოვებს ლონდონს. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო Citigroup-მაც და მასაც საბანკო ოპერაციები ფრანკფურტში გადააქვს.

ბრიტანეთს ტოვებს ბანკი Credit Agricole-იც, რომელმაც უსაფრთხოების ზომების შემუშავება 2017 წლიდან დაიწყო და სავაჭრო პლატფორმა პარიზში გადაიტანა.

საკუთარი გადაწყვეტილება სექტემბერში გააჟღერა Deutsche Bank-მა, რომლის თანახმადაც, საინვესტიციო ბანკინგისთვის გაცილებით ხელსაყრელია, აქტივების ლონდონიდან ფრანკფურტში გადანაცვლება. ამიტომაც მკაცრი სცენარისთვის მზადება უკვე დაწყებულია; ბანკი ეტაპობრივად 600 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებს გაიტანს ქვეყნიდან.

როგორც სააგენტო Bloomberg იუწყება, Goldman Sachs, გარდა თანამშრომლების ფრანკფურტში გადაყვანისა, მათი რაოდენობის გაორმაგებასაც აპირებს. ხოლო HSBC, დაახლოებით, 300 მილიონ დოლარს დახარჯავს ბიზნესის ნაწილისა და თანამშრომლების პარიზში გადასაყვანად.

2019 წლის დასაწყისიდან იწყებს ცენტრალურ ევროპაში გადაბარგებას JPMorgan Chase, თუმცა ჯერჯერობით, გაურკვეველია, რომელ - ქალაქში. საუბარი კი პარიზზე, მადრიდსა და მილანზეა. ჯამში, 4 ათასამდე თანამშრომელს გადაიყვანს.

Morgan Stanley-მ კი, ფილიალის გახსნა ფრანკფურტში არჩია, სადაც 200-მდე თანამშრომელს გადაიყვანს. გარდა ამისა, თანამშრომელთა გაზრდასა და გაფართოვებასაც გეგმავს პარიზის ფილიალში.

მკაცრი შედეგებისთვის ემზადება, ასევე UBS და Brexit-ის შემდეგ, 5 ათას თანამშრომელს გაიყვანს ბრიტანეთიდან ფრანკფურტში, რაც ბანკს 100,52 მილიონი დოლარი დაუჯდება.
ავტორი: მარიამ ადამია

19.მაისი.2019 10:00
426

საზაფხულოდ, გერმანიაში დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა ფასები შეამცირეს

ვრცლად
19.მაისი.2019 00:10
65

კენედის აეროპორტის TWA-დახურულ ტერმინალში სასტუმრო გაიხსნა

ვრცლად
18.მაისი.2019 22:02
206

ამერიკელი სკულპტორის ქანდაკება ‘’კურდღელი’’ რეკოდრულ ფასად გაიყიდა

ვრცლად
18.მაისი.2019 19:20
201

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყავა აშშ-ში გაიყიდება

ვრცლად
18.მაისი.2019 19:10
159

მაჩუ-პიქჩუსთან ახლოს საერთაშორისო აეროპორტი შენდება

ვრცლად
18.მაისი.2019 17:00
135

ე.წ. „საწოლის საკომისიო“ ტურისტებისთვის - ამსტერდამში სტუმრობა ძვირდება

ვრცლად