მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბანკები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ოპერირებენ, თუმცა ცვლილებები მაინც იგეგმება“

616bbe6c6ca2d
მარიამ იზორია
17.10.21 15:00
514
ეროვნული ბანკის სამართალშემოქმედებისა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების განყოფილების უფროსი, თამარ ქუსიკაშვილი გადაცემა „ქალების ნარატივში“ აღნიშნავს, რომ საქართველოში საბანკო მიმართულება კარგად ვითარდება და შეიძლება ითქვას, რომ კომერციული ბანკები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაც ოპერირებენ. თუმცა, მისივე თქმით, ამის მიუხედავად, საბანკო და საგადასახადო მომსახურების სფეროს მიმართულებით ცვლილებები მაინც იგეგმება.

„ვაპირებთ, რომ კომერციული ბანკების ლიცენზირების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები შესაბამისობაში მოვიყვანოთ, ასე მეტად დავუახლოვდებით ევროკავშირების სტანდარტებს, ფუნდამენტურ ცვლილებებს საგადასახადო მომსახურების სფეროშიც ვაპირებთ, გაჩნდება ახალი მომსახურების სფეროები, რაც ღია ბანკინგის რეგულაციის დასაბამი იქნება, მოწესრიგდება პასუხისმგებლობის საკითხები, მომხმარებლის უფლებები უკეთ იქნება დაცული, მაგრამ თუ პროვაიდერის მხრიდან მაინც დაირღვევა, მომხმარებელს უკვე მარტივად და ეფექტურად შეეძლება თავისი საჩივრის დაკმაყოფილება“, - განმარტავს თამარ ქუსიკაშვილი.