მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკები, სასტუმროები - რის ხარჯზე გაიზარდა ეკონომიკა თებერვალში?

5e82f67eb6521
სალომე მეცხვარიშვილი
31.03.20 11:56
826
წინასწარი შეფასებით, 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 3.7 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა, რომელ დარგებში დაფიქსირდა ზრდა თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

მისი ინფორმაციით, ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორში, რის მიზეზადაც სახელდება ბანკების საპროცენტო შემოსავლის ზრდა.

ზრდა დაფიქსირდა ვაჭრობის დარგშიც, რაც განპირობებულია ერთი მხრივ ავტომობილებითა და მათი ნაწილების რეალიზაციის მატებით, მეორე მხრივ კი, 60%-ით არის გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი.

გოგიტა თოდრაძის თქმით, გაზრდილია საცალო ვაჭრობის მაჩვენებელი საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და ფარმაცევტული პროდუქციის შემთხვევაში.

“ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, ამის მიზეზი გახლავთ ტურიზმი. როგორც მოგეხსენებათ, თებერვალში მართალია შემცირებულია ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა, დაახლოებით 8.6%-ით, თუმცა, 4%-ით გაიზრადა ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2020 წლის თებერვალში.

რაც შეეხება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სექტორს, ზრდა განაპირობა საცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვასთან და იჯარის გაცემასთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდამ”, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.