11.მარტი .2020 10:35

ბანკები ტურიზმის სექტორის დასახმარებლად კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ამ კვირაში წარადგენენ

views 290
უკან

საბანკო სექტორი ტურიზმის სექტორის დასახმარებლად კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიმდინარე კვირაში წარადგენს. ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ საბანკო სექტორის პრემიერთან, ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან და სებ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რაც დღეს არსებობს ქართულ ეკონომიკაში. მთლიანად საბანკო სექტორი ვიყავით წარმოდგენილები და ჩვენ შევთანხმდით, რომ რამდენიმე დღეში მოხდება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც ამ გამოწვევებზე კიდევ უფრო დეტალებზე ვისაუბრებთ. არამარტო ვისაუბრებთ, არამედ, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს შევთავაზებთ. იგივე მოკლევადიანი გამოწვევები, რაც არსებობს ეკონომიკაში, განსაკუთრებით რაც ტურიზმს შეეხება, საბანკო სფეროს რა ინიციატივები შეუძლია გააკეთოს, გრძელვადანი პრობლემები, რაც არსებობს როგორ შეიძლება დაიძლიოს“, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

მთავრობა და სებ-ი ბანკებს შეხვდნენ - როგორ დაეხმარებიან ტურიზმის სექტორს?

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა