27.ივნისი .2022 15:24

ბანკების 43-მილიარდიანი სესხების ნახევარზე მეტი უკვე ლარშია გაცემული

ბანკების 43-მილიარდიანი სესხების ნახევარზე მეტი უკვე ლარშია გაცემული
views 826
უკან

ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის მაისის დაკრედიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედ ბანკებს ეკონომიკაზე სულ 43.1 მილიარდი ლარის კრედიტები ჰქონდათ გაცემული. ამ თანხიდან 21.97 მილიარდი ლარი ეროვნული ვალუტის სესხებს წარმოადგენს, 21.15 მილიარდი კი უცხოური ვალუტის სესხებს. შესაბამისად, ვალუტებს შორის განაწილება 51%-49%-ზეა. ლარის სესხების ნაშთმა დოლარის და ევროს კრედიტებს პირველად 2022 წლის აპრილში გადააჭარბა. აქამდე, თითქმის 30 წლის განმავლობაში საბანკო სესხების უდიდესი ნაწილი სწორედ უცხოურ ვალუტაში იყო ნომინირებული. 

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის მაისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.64 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.12%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.29 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.91%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.77%-ით მეტი).

2022 წლის მაისის განმავლობაში 0.76%-ით, ანუ 167.99 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 22.35 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 50.95% შეადგინა, 2022 წლის პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.88 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.20 პროცენტული პუნქტით),"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა