მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების აქტივები 61 მილიარდ ლარს აჭარბებს

623dd53baeb85
BM.GE
25.03.22 20:00
1762
ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქართული ბანკების აქტივები იზრდება. აქტივების ზრდას ბანკებში არსებული დეპოზიტების და კრედიტების მატება იწვევს.

2021 წლის მარტის მდგომარეობით ქვეყანაში მოქმედი 14 ბანკის აქტივები 61,690,000,000 ლარს შეადენდა, რაც თებერვალთან შედარებით 1.67 მილიარდი ლარით მეტია.

თებერვალში საბანკო დეპოზიტების მოცულობა 856 მილიონი ლარით გაიზარდა და 37.6 მილიარდი ლარი გახდა.

“თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 289.24 მლნ ლარით, ანუ 1.80%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.02%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 566.92 მლნ ლარით, ანუ 2.74%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.62%-ით).

თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.32% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.00%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.96%”- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

კრედიტების მოცულობამ კი გასულ თვეში 1.09 მილიარდი ლარით იმატა.

“სესხების მოცულობა, 2022 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 1.09 მლრდ ლარით (2.58%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.81%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 43.25 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 117.60 მლნ ლარით (0.56%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 970.22 მლნ ლარით (4.58%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.05%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.57 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.61%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 13.82 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.83%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.30%-ით მეტი),”- წერს სებ-ი.