ლარმა გაუფასურების მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3 ლარს აჭარბებს (1$=3,08 ₾). ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც (1EUR=3,39 ₾). ვალუტის გაცვლის ჯიხურებში 1 დოლარი 3,17, ერთი ევრო კი 3, 45 ლარი ღირს.
ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, დღეს ლარი სხვა ვალუტების მსგავსად გამოხატავს შოკზე რეაქციას, რადგან ფუნდამენტური ფაქტორები ლარის გაუფასურების პროგნოზის საშუალებას არ იძლევა.
„დღეს ლარი და ნებისმიერი ვალუტა, ლარის ჭრილში მხოლოდ არ უნდა ვთქვათ, ნებისმიერი ვალუტის ჭრილში გამოხატავს ქცევას, რომელიც შოკთან მიმართებაში არის რეაგირება. კონკრეტული რეაგირებებია შოკთან მიმართებაში, ეს ეხება როგორც ნავთობის ფასს, ასევე კონკრეტული შემოდინებები შეწყდა ქვეყანაში, ტურისტების შემოდინება შეწყდა, გზავნილებთან მიმართებაში იქნება შეფერხებები გარკვეულ მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ ეს რამდენად არის ლარის სტანდარტული ქცევა და რამდენად იმოქმედებს ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც არ იძლევა ლარის გაუფასურების პროგნოზის საშუალებას, რამდენად დაძლევს ეს ერთმანეთს, რაღაც პერიოდის შემდეგ უნდა ვნახოთ.
დღეს რომ არასტანდარტული ქცევა არის, მხოლოდ ლარზე არ აისახება; ყველა ვალუტა ერთმანეთთან მიმართებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ასევე უნდა შევხედოთ ფასიანი ქაღალდების ბაზარს, სადაც ქცევა არაპროგნოზირებადია და კონკრეტულ ქმედებებთან მიმართებაშია, სად რამდენი დაავადებულია და ა.შ. არაპროგნოზირებად ფაქტორებზე და მოლოდნებზეა საუბარი“, - განმარტავს ძნელაძე.
ლარმა გაუფასურება ბოლო 10 დღეა რაც დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში 23 თეთრით გაუფასურდა. ლარის ასეთი ნახტომისებური გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა 13 მარტს სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც 2020 წლის განმავლობაში პირველი სავალუტო ინტერვენცია იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას